სიახლეები

სიახლეები
უცხოეთი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ირანში ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანში ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის და გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. „მხოლოდ ირანელ ხალხს შეუძლია დაასრულოს ეს მტკიცე ბრძოლის მეშვეობით, სანამ ტერორისტული რეჟიმი არ დაეცემა და ირანი არ გადარჩება“, – განაცხადა კაცმა. აღნიშნული განცხადება კაცმა ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან, გენერალ-ლეიტენანტთან, ეიალ ზამირთან და მაღალი რანგის სხვა

წაკითხვა
რეგიონები

სულხან თამაზაშვილი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელსაც აქვს საინტერესო, ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა „ამბასადორ აილენდ ბათუმის“ პირველი ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. სულხან თამაზაშვილის თქმით, პროექტის განხორციელება აქტიურ ფაზაშია და შავი ზღვის სანაპიროზე შეიქმნება თანამედროვე, მაღალი სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი. ,,ამბასადორის ხელოვნური კუნძულის

წაკითხვა
პოლიტიკა

პოლონეთის მთავრობასთან მჭიდრო კავშირში მყოფი, ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტი – პატრიცია გჟებიკი, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას მოაწერა ხელი და „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნად წარმოადგინა

პატრიცია გჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის” დასკვნად წარმოადგინა. გჟებიკი ვარშავის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო კვლევების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია, თუმცა, აკადემიური საქმიანობის გარდა, მას მჭიდრო კავშირი აქვს პოლონეთის მთავრობასთან. 2026 წლის 3 მარტით დათარიღებულ ინფორმაციაში, რომელსაც იურიდიული საზოგადოება “The Jagiellonian Law Society” ავრცელებს, პროფესორ გჟებიკის

წაკითხვა
უცხოეთი

The Guardian: ბრიტანელ ტურისტს და კიდევ 20 სხვა ადამიანს დუბაიში ირანის სარაკეტო თავდასხმების ვიდეოების გადაღების ან გაზიარებისთვის ბრალი წაუყენეს

ბრიტანელი მამაკაცი იმ 20 ადამიანს შორისაა, ვისაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კიბერდანაშაულის კანონების საფუძველზე ბრალი წაუყენეს, რადგან მათ გადაიღეს და გაავრცელეს მასალა, რომელიც ქვეყანაზე ირანის თავდასხმებთანაა დაკავშირებული. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, 60 წლის მამაკაცი, რომელიც დუბაიში ტურისტად იმყოფებოდა, ბრალდებულია კანონის დარღვევაში, რომელიც კრძალავს ისეთი მასალის გავრცელებას, რომელმაც შეიძლება საზოგადოებრივი უსაფრთხოება დაარღვიოს.ლონდონელ მამაკაცს კიდევ 20 ადამიანთან ერთად

წაკითხვა
უცხოეთი

„ჰამასი“ ირანს მოუწოდებს შეწყვიტოს თავდასხმები მეზობელ არაბულ სახელმწიფოებზე

პროპალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ ირანს მოუწოდებს შეწყვიტოს თავდასხმები რეგიონში მდებარე არაბულ ქვეყნებზე. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. „მოძრაობა ადასტურებს რა ირანის ისლამური რესპუბლიკის უფლებას, უპასუხოს აგრესიას ყველა შესაძლებელი საშუალებით, საერთაშორისო ნორმებისა და კანონების შესაბამისად, მოუწოდებს ირანელ ძმებს, თავი შეიკავონ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებისგან“, – აღნიშნულია „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაჯგუფება, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს როგორც ირანთან, ისე კატართან, აცხადებს,

წაკითხვა
პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია, ომში, ხელისუფლებისგან ითხოვს მწვავე რეაქციებს ირანის მიმართ, რაც ქვეყნისთვის საფრთხეა. ხალხს ეუბნება – ირანში რუსეთი მარცხდება, რეალურად კი, რუსეთს ნავთობზე სანქციები მოეხსნა. ტყუილი ოპოზიციის უცვლელი ხაზია!

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და აცხადებს, რომ ისინი ტყუილს და არაკომპეტენტურ ინფორმაციას ავრცელებენ. ანანიძეს მაგალითად მოჰყავს ოპოზიციის მოთხოვნა, რომ საქართველოს ჰქონდეს მწვავე რეაქცია ირანთან მიმართებაში, ამავდროულად კი ისინი ხალხს ატყუებენ თითქოს რუსეთი ირანში მარცხდება, ამ დროს კი რუსეთს ნავთობთან დაკავშირებული სანქციები

წაკითხვა
უცხოეთი

ტრამპი: არსებობს მხოლოდ ორი სქესი – ქალი და კაცი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქალთა ისტორიის თვესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – ქალი და კაცი. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილებით, ბიოლოგიურ მამაკაცებს ქალთა სპორტში ასპარეზობა აეკრძალებათ. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, „რესპუბლიკელების“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტში სახელად „გადაარჩინე ამერიკა“, ასევე გათვალისწინებულია ბავშვთა სქესის შეცვლის ოპერაციების აკრძალვა. „ხელი მოვაწერე აღმასრულებელ ბრძანებას, რომ

წაკითხვა
პოლიტიკა უცხოეთი

ტრამპი ირანზე: ისინი 47 წლის განმავლობაში უდანაშაულო ადამიანების კლავდნენ, ხოლო ახლა მე, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ვკლავ მათ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე საომარ მოქმედებებს თავის სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 47 წლის განმავლობაში ისლამური რესპუბლიკის რეჟიმი უდანაშაულო ხალხს კლავდა, ხოლო ახლა ის ამერიკის 47-ე პრეზიდენტის რანგში კლავს რეჟიმის წარმომადგენლებს. „ჩვენ ტოტალურად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს სამხედრო თვალსაზრისით, ეკონომიკურად და სხვა მხრივ. თუ გადახედავთ მომაკვდავ The New York Times-ს, შეიძლება, არასწორად

წაკითხვა
უცხოეთი

აშშ-ის მთავრობამ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვაზე დაწესებული აკრძალვა 11 აპრილამდე მოხსნა

აშშ-ის მთავრობამ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვაზე დაწესებული აკრძალვა 11 აპრილამდე მოხსნა. ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს. საუბარია იმ ნავთობზე, რომელიც 12 მარტის მდგომარეობით გემებზეა დატვირთული და სარეალიზაციოდ არის გამზადებული. ბესენტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მსოფლიოს ენერგეტიკულ ბარზებზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და დაბალი ფასების შესანარჩუნებლად“ მიიღო. მისი თქმით, სანქციების

წაკითხვა
უცხოეთი

ანტონიუ გუტერეში: რეგიონი კრიტიკულ ზღვარზეა და შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება – მე კატეგორიულად მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ომში მონაწილე ყველა მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა. ანტონიო გუტერეშის განცხადებით, შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ განხორციელებული „მასიური სამხედრო დარტყმები“, ასევე ირანის შემდგომი თავდასხმები, სხვა ქვეყნებზე საერთაშორისო მშვიდობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მან საომარი მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვა. „რეგიონი კრიტიკულ ზღვარზეა და შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. რეგიონსა და მსოფლიოს შეჩერება მართებს. დეესკალაცია და დიალოგი ერთადერთი გამოსავალია.

წაკითხვა