სიახლეები

სიახლეები
უცხოეთი

ორბანმა „უკრაინის შანტაჟის“ საწინააღმდეგო მარში დააანონსა

ვიქტორ ორბანმა „უკრაინის შანტაჟის“ წინააღმდეგ მშვიდობის მარში დააანონსა, რომელზეც უნგრელები მიიწვია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება.„ჩვენ მშვიდობისთვის ვილაშქრებთ. დროა, წინ აღვუდგეთ უკრაინულ შანტაჟს: ზელენსკი აქ ბრძანებებს ვერ გასცემს!“, – განაცხადა ორბანმა.

წაკითხვა
უცხოეთი

დონალდ ტრამპი: უთხარით ზელენსკის, რომ დადოს შეთანხმება, რადგან პუტინი ამისთვის მზად არის

უთხარით ზელენსკის, რომ დადოს შეთანხმება, რადგან პუტინი ამისთვის მზად არის, – განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იგი გაკვირვებულია იმით, რომ ზელენსკის არ სურს სამშვიდობო შეთანხმების დადება, მაშინ როდესაც პუტინი, თეთრი სახლის ლიდერის აზრით, ამისთვის მზადაა.„გაკვირვებული ვარ, რომ ზელენსკის არ სურს შეთანხმების დადება. უთხარით ზელენსკის, რომ დადოს შეთანხმება, რადგან პუტინი ამისთვის მზად არის… ზელენსკისთან

წაკითხვა
უცხოეთი

ბაჰრეინში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ქუვეითში კი საერთაშორისო აეროპორტზე დრონებით თავდასხმის გამო რადარი დაზიანდა

ბაჰრეინში საჰაერო განგაში გამოცხადდა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს უახლოეს უსაფრთხო ადგილზე გადასვლა ურჩია. ქუვეითში კი საერთაშორისო აეროპორტზე დრონებით თავდასხმა მოხდა, დაზიანდა რადარი. ამასთან, ირანმა ახლო აღმოსავლეთში, ამერიკული ბანკების სამიზნეში ამოღების შესახებ განაცხადა და დუბაიში, სიტიბანკის რეგიონულ განყოფილებას დაარტყა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს პორტების ევაკუაციისკენ მოუწოდა, რომელიც სამხედრო უწყების მტკიცებით, ამერიკელთა თავშესაფრის ფუნქციას ასრულებენ. ირანი

წაკითხვა
საზოგადოება

ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია გერმანიაში მსოფლიოს უდიდეს ღვინის გამოფენაში ProWein Dusseldorf მონაწილეობს

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ProWein Dusseldorf 2026, ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობს. 15-17 მარტს მიმდინარე სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგენლებს და გამოფენის ათასობით სტუმარს მიეცემა, რაც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა

წაკითხვა
უცხოეთი

ტრამპი: უკანასკნელი ადამიანი, ვისგანაც დახმარება გვჭირდება, ზელენსკია

აშშ-ს არ სჭირდება უკრაინის დახმარება ახლო აღმოსავლეთში ირანული დრონების გასანეიტრალებლად, – განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-სა და მის მოკავშირეებს შესთავაზა დახმარება ახლო აღმოსავლეთში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების განეიტრალებაში. ტელეკომპანიის კითხვაზე უკრაინისგან დახმარების მიღების შესახებ, ტრამპმა უპასუხა: „ზელენსკი უკანასკნელი ადამიანია, ვისგანაც დახმარება გვჭირდება“. ამავდროულად, ტრამპმა უარი თქვა კომენტარზე იმის შესახებ, მიიღო თუ

წაკითხვა
მთავარი თემა უცხოეთი

Reuters: დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების შესახებ წინადადებაზე უარი თქვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების შესახებ წინადადება უარყო. ამის თაობაზე Reuters-ი წერს. სააგენტოს ცნობით, ამ შეთავაზებით აშშ-ის მოკავშირე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ, თუმცა თეთრი სახლი მკაფიოდ მიანიშნებდა, რომ ამით დაინტერესებული არ არის. „მოლაპარაკებების დღე შესაძლოა, დადგეს, მაგრამ არა ახლა“, – განაცხადა Reuters-თან საუბრისას აშშ-ის ოფიციალურმა პირმა. თავის მხრივ, ირანული წყაროები აცხადებენ, რომ თეირანმაც უარყო რამდენიმე

წაკითხვა
უცხოეთი

ირანის პარლამენტის დეპუტატი: უკრაინამ ისრაელის დრონებით მხარდაჭერის გამო საკუთარი ტერიტორია ირანის კანონიერ სამიზნედ აქცია

ირანის პარლამენტის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, იბრაჰიმ აზიზიმ უკრაინა ისრაელის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამიერიდან უკრაინის ტერიტორია ისლამური რესპუბლიკის კანონიერ სამიზნედ იქცა. „განადგურებული უკრაინა ისრაელის რეჟიმს დრონებით უჭერს მხარს და ფაქტობრივად ომში ჩაერთო, ხოლო გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, მან საკუთარი ტერიტორია ირანის კანონიერ სამიზნედ აქცია“, – დაწერა აზიზიმ სოციალურ ქსელ X-ში.

წაკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, ყველამ ვიცით, რომ წინასწარ იყო დაწერილი ის დასკვნა, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი, რეალურად პროცესი იყო ინიცირებული, მათ შორის პოლონეთის სახელმწიფოს მხრიდან და გაირკვა, რომ ექსპერტი თავად ყოფილა პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი. „ეს იყო პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი. ის ფაქტი, რომ ინტერესთა კონფლიქტი დამალა ამ კონკრეტულმა

წაკითხვა
პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, ახალი სამუშაო ადგილები, მდგრადი დასაქმების შესაძლებლობა – ეს არის ჩვენი საზრუნავი

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი არის ახალი სიტყვა საქართველოს მშენებლობისა და არქიტექტურის ისტორიაში, რადგანაც პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ 84 ჰექტარზე განთავსებულ ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს და ერთ ხელოვნურ კუნძულს, რომლის ნახევარიც რეკრეაციული ზონა იქნება, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე პირველი ცათამბჯენის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიაზე. პირველი ცათამბჯენის ინვესტიცია

წაკითხვა
რეგიონები

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სოფელ კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარებას ადგილზე სწავლობენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარებას ადგილზე ადგილზე სწავლობენ. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის მეწყრული სხეულის კონტურის ზედა ნაწილში (მოწყვეტის კიდე) პროცესები გადასულია სტაბილიზაციის ფაზაში, ხოლო მის ქვედა ნაწილში, მდ. წყალწითელას მარცხენა ფერდობზე (ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი) დინამიკა კვლავ

წაკითხვა