უცხოეთი

უცხოეთი
უცხოეთი

ირანის პარლამენტის დეპუტატი: უკრაინამ ისრაელის დრონებით მხარდაჭერის გამო საკუთარი ტერიტორია ირანის კანონიერ სამიზნედ აქცია

ირანის პარლამენტის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, იბრაჰიმ აზიზიმ უკრაინა ისრაელის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამიერიდან უკრაინის ტერიტორია ისლამური რესპუბლიკის კანონიერ სამიზნედ იქცა. „განადგურებული უკრაინა ისრაელის რეჟიმს დრონებით უჭერს მხარს და ფაქტობრივად ომში ჩაერთო, ხოლო გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, მან საკუთარი ტერიტორია ირანის კანონიერ სამიზნედ აქცია“, – დაწერა აზიზიმ სოციალურ ქსელ X-ში.

წაკითხვა
უცხოეთი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ირანში ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანში ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის და გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. „მხოლოდ ირანელ ხალხს შეუძლია დაასრულოს ეს მტკიცე ბრძოლის მეშვეობით, სანამ ტერორისტული რეჟიმი არ დაეცემა და ირანი არ გადარჩება“, – განაცხადა კაცმა. აღნიშნული განცხადება კაცმა ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან, გენერალ-ლეიტენანტთან, ეიალ ზამირთან და მაღალი რანგის სხვა

წაკითხვა
უცხოეთი

The Guardian: ბრიტანელ ტურისტს და კიდევ 20 სხვა ადამიანს დუბაიში ირანის სარაკეტო თავდასხმების ვიდეოების გადაღების ან გაზიარებისთვის ბრალი წაუყენეს

ბრიტანელი მამაკაცი იმ 20 ადამიანს შორისაა, ვისაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კიბერდანაშაულის კანონების საფუძველზე ბრალი წაუყენეს, რადგან მათ გადაიღეს და გაავრცელეს მასალა, რომელიც ქვეყანაზე ირანის თავდასხმებთანაა დაკავშირებული. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, 60 წლის მამაკაცი, რომელიც დუბაიში ტურისტად იმყოფებოდა, ბრალდებულია კანონის დარღვევაში, რომელიც კრძალავს ისეთი მასალის გავრცელებას, რომელმაც შეიძლება საზოგადოებრივი უსაფრთხოება დაარღვიოს.ლონდონელ მამაკაცს კიდევ 20 ადამიანთან ერთად

წაკითხვა
უცხოეთი

„ჰამასი“ ირანს მოუწოდებს შეწყვიტოს თავდასხმები მეზობელ არაბულ სახელმწიფოებზე

პროპალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ ირანს მოუწოდებს შეწყვიტოს თავდასხმები რეგიონში მდებარე არაბულ ქვეყნებზე. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. „მოძრაობა ადასტურებს რა ირანის ისლამური რესპუბლიკის უფლებას, უპასუხოს აგრესიას ყველა შესაძლებელი საშუალებით, საერთაშორისო ნორმებისა და კანონების შესაბამისად, მოუწოდებს ირანელ ძმებს, თავი შეიკავონ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებისგან“, – აღნიშნულია „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაჯგუფება, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს როგორც ირანთან, ისე კატართან, აცხადებს,

წაკითხვა
უცხოეთი

ტრამპი: არსებობს მხოლოდ ორი სქესი – ქალი და კაცი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქალთა ისტორიის თვესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – ქალი და კაცი. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილებით, ბიოლოგიურ მამაკაცებს ქალთა სპორტში ასპარეზობა აეკრძალებათ. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, „რესპუბლიკელების“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტში სახელად „გადაარჩინე ამერიკა“, ასევე გათვალისწინებულია ბავშვთა სქესის შეცვლის ოპერაციების აკრძალვა. „ხელი მოვაწერე აღმასრულებელ ბრძანებას, რომ

წაკითხვა
პოლიტიკა უცხოეთი

ტრამპი ირანზე: ისინი 47 წლის განმავლობაში უდანაშაულო ადამიანების კლავდნენ, ხოლო ახლა მე, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ვკლავ მათ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე საომარ მოქმედებებს თავის სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 47 წლის განმავლობაში ისლამური რესპუბლიკის რეჟიმი უდანაშაულო ხალხს კლავდა, ხოლო ახლა ის ამერიკის 47-ე პრეზიდენტის რანგში კლავს რეჟიმის წარმომადგენლებს. „ჩვენ ტოტალურად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს სამხედრო თვალსაზრისით, ეკონომიკურად და სხვა მხრივ. თუ გადახედავთ მომაკვდავ The New York Times-ს, შეიძლება, არასწორად

წაკითხვა
უცხოეთი

აშშ-ის მთავრობამ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვაზე დაწესებული აკრძალვა 11 აპრილამდე მოხსნა

აშშ-ის მთავრობამ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვაზე დაწესებული აკრძალვა 11 აპრილამდე მოხსნა. ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს. საუბარია იმ ნავთობზე, რომელიც 12 მარტის მდგომარეობით გემებზეა დატვირთული და სარეალიზაციოდ არის გამზადებული. ბესენტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მსოფლიოს ენერგეტიკულ ბარზებზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და დაბალი ფასების შესანარჩუნებლად“ მიიღო. მისი თქმით, სანქციების

წაკითხვა
უცხოეთი

ანტონიუ გუტერეში: რეგიონი კრიტიკულ ზღვარზეა და შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება – მე კატეგორიულად მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ომში მონაწილე ყველა მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა. ანტონიო გუტერეშის განცხადებით, შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ განხორციელებული „მასიური სამხედრო დარტყმები“, ასევე ირანის შემდგომი თავდასხმები, სხვა ქვეყნებზე საერთაშორისო მშვიდობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მან საომარი მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვა. „რეგიონი კრიტიკულ ზღვარზეა და შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. რეგიონსა და მსოფლიოს შეჩერება მართებს. დეესკალაცია და დიალოგი ერთადერთი გამოსავალია.

წაკითხვა
უცხოეთი

ერაყში ამერიკული თვითმფრინავი KC-135 ჩამოვარდა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ერაყის ტერიტორიაზე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე თვითმფრინავი KC-135 ჩამოვარდა. „ინციდენტი მოხდა მეგობრულ საჰაერო სივრცეში ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ შესრულების დროს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება“, – აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ინციდენტში ორი თვითმფრინავი მონაწილეობდა. ერთი ერაყის დასავლეთ ნაწილში ჩამოვარდა, ხოლო მეორე მშვიდობიანად დაეშვა. როგორც ცენტრალური სარდლობა იტყობინება, თვითმფრინავი მტრის მიერ

წაკითხვა
უცხოეთი

ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ წევრი სახელმწიფოების ნორმები, რომლებიც სქესის შესახებ მონაცემების განახლებას კრძალავს, ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღდეგება

ევროკავშირის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებმაც სქესი სხვა ქვეყანაში შეიცვალეს, უნდა ჰქონდეთ საშუალება განაახლონ თავისი მონაცემები სქესის შესახებ, ხოლო თუ ეროვნული კანონმდებლობა ამის უფლებას მათ არ აძლევს, ეს ევროკავშირის სამართლის დარღვევაა. ევროკავშირის სასამართლომ აღნიშნული დადგენილება ბულგარელი ტრანსგენდერის საქმის მაგალითზე გამოიტანა. კერძოდ, საქმეში აღნიშნულია, რომ ადამიანი დაიბადა ბულგარეთში მამაკაცად. ზრდასრულ ასაკში ის საცხოვრებლად

წაკითხვა