უცხოეთი

უცხოეთი
უცხოეთი

Reuters: ერაყის ქურთისტანში იტალიის სამხედრო ბაზა დაიბომბა

ერაყის ქურთისტანის ქალაქ ერბილში მდებარე იტალიის სამხედრო ბაზა დაიბომბა. ინფორმაციას Reuters-ი იტალიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაზას რაკეტა მოხვდა, თუმცა მოგვიანებით იტალიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედრო ობიექტს დრონი დაესხა თავს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. განადგურებულია ერთი სამხედრო მანქანა. „არცერთი იტალიელი სამხედრო არ დაშავებულა და არ გარდაცვლილა. ყველანი კარგად არიან“,

წაკითხვა
უცხოეთი

BBC: ეპშტეინი გოგონების გადმობირებისთვის სამოდელო აგენტს იყენებდა

გამოცემა BBC News Brasil-მა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, რის შედეგადაც დაადგინა, რომ ფრანგი სამოდელო აგენტი ჟან-ლუკ ბრუნელი მასთან დაკავშირებული სამოდელო სააგენტოების დახმარებით სამხრეთ ამერიკაში ახალგაზრდა გოგონებს ეძებდა, რათა ისინი აშშ-ში სექსუალური ხასიათის დანაშაულში მხილებულ ჯეფრი ეპშტეინთან წაეყვანა. გამოცემასთან ინტერვიუში ბრაზილიელი ქალბატონი სახელად გლაუსია ფეკეტე იხსენებს, რომ 2004 წელს, როცა ის 16 წლის იყო და სამოდელო ბიზნესში პირველ

წაკითხვა
უცხოეთი

ვოლოდიმირ ზელენსკი: ხალხი ომით დაიღალა. მათ სურთ მშვიდობა, თუმცა რუსეთთან დათმობებისთვის მზად არ არიან

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ხალხი ომით დაიღალა, თუმცა კიევი რუსეთის ულტიმატუმების მისაღებად მზად არ არის. Politico-სთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო, მსოფლიომ ყურადღება უკრაინიდან სწორედ ამ რეგიონზე გადაიტანა. ზელენსკის თქმით, ის სამხედრო შესაძლებლობები, მათ შორის „პატრიოტის“ სისტემები, რომელიც უკრაინას სჭირდება, ახლა ახლო აღმოსავლეთისკენ არის მიმართული. უკრაინის პრეზიდენტმა ფინანსური დახმარების საჭიროებაზეც გაამახვილა ყურადღება.

წაკითხვა
უცხოეთი

აშშ-მა, შესაძლოა, ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობები გაწყვიტოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობები გაწყვიტოს. ტრამპი აცხადებს, რომ მადრიდი ვაშინგტონთან არ თანამშრომლობს. „ვფიქრობ, ესპანეთი საერთოდ არ თანამშრომლობს. ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან ცუდად იქცევიან. ჩვენ, შესაძლოა, ესპანეთთან ვაჭრობა შევწყვიტოთ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ოფიციალური მადრიდი „ძალიან ცუდად ეპყრობა ნატოს“ და არ სურს “თავისი წილის გადახდა“. ცნობისთვის, ესპანეთმა

წაკითხვა
უცხოეთი

დუბაიში დრონი შენობას მოხვდა

დუბაიში დრონი ქალაქის ცენტრში, Dubai Creek Harbour-ში მდებარე სანაპირო ზოლის მდიდრულ კომპლექსში მდებარე შენობას მოხვდა. დუბაის მედიასამსახურის განცხადებით, ხელისუფლებამ ოპერატიულად უპასუხა Dubai Creek Harbour-ში შენობაზე დრონის დაცემის ფაქტს. ინციდენტი სრულად ლოკალიზებულია, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფებმა შენობაში გაჩენილი მცირე ხანძარი მალევე ჩააქრეს. შენობაში მცხოვრები ადამიანები ევაკუირებულები არიან.

წაკითხვა
უცხოეთი

ორბანი: უკრაინელები უკვე ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ემუქრებიან – ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი

უკრაინელები უკვე ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ემუქრებიან – ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. მანამდე უნგრეთის პრემიერის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაშ ორბანმა განაცხადა, რომ „უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი გენერალი ახლა უნგრეთის პრემიერ-მინისტრსა და მის ოჯახს დაემუქრა და განაცხადა, რომ უკრაინულმა „სიკვდილის რაზმმა“ მათ შესახებ ყველაფერი იცის – მხოლოდ

წაკითხვა
უცხოეთი

ისრაელური გამოცემა The Jerusalem Post: ტრამპი ისლამური რეჟიმის დამარცხებას აზვიადებს და ირანთან ომის დასასრულებლად ნიადაგს ამზადებს

ტრამპი ისლამური რეჟიმის დამარცხებას აზვიადებს და ირანთან ომის დასასრულებლად ნიადაგს ამზადებს, – წერს ისრაელური გამოცემა The Jerusalem Post-ი. „აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ ირანში დასაბომბი „პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა“, რითაც ომის მალე დასრულებისთვის ნიადაგი მოამზადა და ეს იმ ცნობების ფონზე, რომლების მიხედვითაც, ისლამური რეჟიმის სახმელეთო ძალების უდიდესი ნაწილი კვლავ ბრძოლისუნარიანია“, – ნათქვამია სტატიაში. The Jerusalem Post-ის

წაკითხვა
უცხოეთი

The New York Times: მიმდინარე სამხედრო გამოძიებამ დაადგინა, რომ აშშ პასუხისმგებელია ირანის დაწყებით სკოლაზე განხორციელებულ დარტყმაზე „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტით

მიმდინარე სამხედრო გამოძიებამ დაადგინა, რომ აშშ პასუხისმგებელია ირანის დაწყებით სკოლაზე განხორციელებულ დარტყმაზე „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტით. როგორც გამოცემა The New York Times-ი იუწყება, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ აშშ-ის ოფიციალური პირები და სხვა პირები, რომლებიც იცნობენ გამოძიების წინასწარ შედეგებს. წინასწარი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 28 თებერვალს შაჯარა თაიებას დაწყებითი სკოლის შენობაზე განხორციელებული დარტყმა აშშ-ის სამხედროების მიერ დაშვებული შეცდომის შედეგი იყო.

წაკითხვა
უცხოეთი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის ოპერაცია ირანში დროში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაგრძელდება

ისრაელის ოპერაცია ირანში დროში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაგრძელდება, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ისრაელის თავდაცვითი ძალების შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე. „ეს ოპერაცია გაგრძელდება დროში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, სანამ არ მივაღწევთ ყველა მიზანს და გადამწყვეტად არ მოვიგებთ ამ კამპანიას“, – განაცხადა კაცმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია მკაფიო სამხედრო მიზნები ოპერაციისთვის. „ჩვენ ასევე უნდა განვაგრძოთ ამის კეთება იმისათვის, რომ

წაკითხვა
უცხოეთი

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი „მალე“ დასრულდება, რადგან იქ „პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღებად“

ოთხშაბათს გამოცემა AXIOS-ისთვის მიცემულ მოკლე სატელეფონო ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი „მალე“ დასრულდება, რადგან იქ „პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღებად“. „აქა-იქ რაღაცები დარჩა… ნებისმიერ დროს, როცა კი მოვისურვებ, რომ ეს დასრულდეს, დასრულდება კიდევაც“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. „ომი შესანიშნავად მიმდინარეობს. ჩვენ განრიგს საგრძნობლად ვუსწრებთ. იმაზე მეტი ზიანი მივაყენეთ, ვიდრე შესაძლებლად მიგვაჩნდა, მათ შორის

წაკითხვა