დღეს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
დღეს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განმარტა, შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება. „ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში, ჯამში, შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის ოთხი წალკაში. აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები გახსნილია ახმეტაში – სოფელ