პოლიტიკა

პოლიტიკა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ისტორიულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა – სახარებისეული ფასეულობები გახდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული ცნობიერების მთავარი ღერძი, რამაც საქართველო ევროპული ქრისტიანული სამყაროს განუყოფელ ნაწილად აქცია

ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ისტორიულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სახარებისეული ფასეულობები გახდა სახელმწიფოებრიობის, კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული ცნობიერების მთავარი

წაკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: ციხეებში წამება რომ არ არის, ეგ ვიცით ყველამ, ყველას გვყავს ახლობელი პატიმარი, ან ახლობლის ოჯახის პატიმარი და 2012 წლიდან, პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი – პატიმრები ან კუბოთი ან ინვალიდის ეტლით გამოგვყავდა

ექსპერტი ირაკლი ლატარია პენიტენციური სამსახურის მიმართ გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან, პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი – პატიმრები ან კუბოთი ან ინვალიდის ეტლით გამოგვყავდათ. მისივე შეფასებით, ქვეყანაში ინფორმაციის დამალვა შეუძლებელია, რადგან თითქმის ყველას ჰყავს პატიმარი ახლობელი ან პატიმრის ოჯახის წევრი, შესაბამისად, საზოგადოებისთვის ცნობილია, რა მდგომარეობაში ბრუნდებიან

წაკითხვა
პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის მეხოტბეები, რომლის დროსაც ციხეებში პატიმრების წამებისა და სექსუალური ძალადობის სისტემური, რეალური ფაქტები ხდებოდა, დღეს იმავე უმძიმეს ბრალდებებს მოქმედ პენიტენციურ სისტემას უნამუსოდ და უსინდისოდ აბრალებენ, ოღონდ ამჯერად ერთი რამ ვერ გათვალეს – კამერა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2025 წლის 21 დეკემბრის ვიდეოკადრების გასაჯაროებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. უწყების ინფორმაციით, კადრებში დეესკალაციის საკანში დავითაძის გადაყვანისა და მისი შემოწმების პროცესია ასახული. აბაშიძის თქმით, ნაცრეჟიმის მეხოტბეები, რომლის დროსაც ციხეებში პატიმრების წამებისა და სექსუალური ძალადობის სისტემური, რეალური ფაქტები ხდებოდა, დღეს იმავე უმძიმეს ბრალდებებს მოქმედ პენიტენციურ სისტემას

წაკითხვა
პოლიტიკა

განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოსა და თურქეთს შორის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, შეთანხმება გაფორმდა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრმა იუსუფ თექინმა. „თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ განათლების სისტემაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. განსაკუთრებული

წაკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის თავდაცვის მინისტრს, იაშარ გიულერს შეხვდა

აზერბაიჯანში, თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში მყოფმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან, იაშარ გიულერთან შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ორმხრივ შეხვედრაზე კოლეგებმა თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და მაღალი

წაკითხვა
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი Charoen Pokphand Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის, Charoen Pokphand Group-ის თავმჯდომარე კრის სუოპაკიჯ ჩეარავანონტს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტებს და მათ მნიშვნელობას დაკავშირებადობის კიდევ უფრო გაძლიერებაში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ენერგეტიკის

წაკითხვა
პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: მონაცემი რომლითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია – ახალი რეკორდია, რომელიც მმართველი გუნდისთვის მანდატია იმაზე, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს მის მიერ გატარებულ კურსს

მონაცემი რომლითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია – ახალი რეკორდია, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით მმართველი გუნდისთვის მანდატია იმაზე, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს მის მიერ გატარებულ კურსს, რაც ქვეყანაში შიდა პოლიტიკური რადიკალიზაციისა და დესტაბილიზაციის რისკს მკვეთრად ამცირებს,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, ევროკომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. მეგრელიშვილის შეფასებით, საქართველოს მკვეთრი წინსვლა

წაკითხვა
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელზე: 54.1% და ევროპის საუკეთესო ხუთეული – ეს ციფრები კიდევ ერთხელ გვახსენებს მარტივ ჭეშმარიტებას: პოლიტიკური ხმაური ერთია, გაზომვადი საზოგადოებრივი განწყობა კი მეორე

მავანს შეუძლია უსასრულოდ იმეოროს, რომ საქართველოში „ყველაფერი ინგრევა“, რომ ხელისუფლებას საზოგადოებრივი მხარდაჭერა აღარ აქვს და ქვეყანა თითქოს სრულ პოლიტიკურ კრიზისშია, მაგრამ ბოლოს მაინც ჩნდება მონაცემები, რომელთა იგნორირება რთულია. წინა შეფასებით საქართველო მე-8 ადგილზე იყო, ახლა კი ხუთეულში შევიდა, -წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ხმაურისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი განწყობის შეფასება გაზომვადი მონაცემებით

წაკითხვა
პოლიტიკა

სადღობელაშვილი მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე: საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია – საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტების კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებს რეალურ პროგრესს, ევროკომისიის კვლევის შედეგები მკაფიო პასუხია ნებისმიერ პოლიტიკურ სპეკულაციაზე

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, ევროკომისიის კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, მთავრობის მიმართ ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს შედეგები მკაფიო პასუხია ნებისმიერ პოლიტიკურ სპეკულაციაზე. მისი განცხადებით, კვლევის შედეგი არის როგორც ხელისუფლების ეფექტური მუშაობის დასტური, ისე ქართული საზოგადოების სიმწიფისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების მაჩვენებელი. „საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია!!!

წაკითხვა
პოლიტიკა

გია აბაშიძე მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე: ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე საუბრობს – არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? საქართველო 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე საუბრობს, ევროკომისიისსავე კვლევა კი „ქართული ოცნების“ მიმართ 54.1%-იან ნდობას აფიქსირებს და საქართველოს ევროპის ხუთეულში აყენებს. არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? საქართველოზე ერთი და იმავე ევროპული სივრციდან ორი სრულიად განსხვავებული სურათი მოდის: პოლიტიკური შეფასება და კვლევით გაზომილი საზოგადოებრივი განწყობა,- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, უხერხულია, როცა ევროკრატია ქართველებს დემოკრატიის

წაკითხვა