ერაყში ამერიკული თვითმფრინავი KC-135 ჩამოვარდა
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ერაყის ტერიტორიაზე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე თვითმფრინავი KC-135 ჩამოვარდა. „ინციდენტი მოხდა მეგობრულ საჰაერო სივრცეში ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ შესრულების დროს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება“, – აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ინციდენტში ორი თვითმფრინავი მონაწილეობდა. ერთი ერაყის დასავლეთ ნაწილში ჩამოვარდა, ხოლო მეორე მშვიდობიანად დაეშვა. როგორც ცენტრალური სარდლობა იტყობინება, თვითმფრინავი მტრის მიერ