სიახლეები

სიახლეები
უცხოეთი

დუბაიში დრონი შენობას მოხვდა

დუბაიში დრონი ქალაქის ცენტრში, Dubai Creek Harbour-ში მდებარე სანაპირო ზოლის მდიდრულ კომპლექსში მდებარე შენობას მოხვდა. დუბაის მედიასამსახურის განცხადებით, ხელისუფლებამ ოპერატიულად უპასუხა Dubai Creek Harbour-ში შენობაზე დრონის დაცემის ფაქტს. ინციდენტი სრულად ლოკალიზებულია, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფებმა შენობაში გაჩენილი მცირე ხანძარი მალევე ჩააქრეს. შენობაში მცხოვრები ადამიანები ევაკუირებულები არიან.

წაკითხვა
პოლიტიკა

რასა იუკნევიჩიანე: საქართველო და ქართველებო, თქვენ ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, დაკარგულები არ ხართ

საქართველო და ქართველებო, თქვენ ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, დაკარგულები არ ხართ, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს. „არიან ისეთები, ვინც ამბობს, რომ საქართველო დაკარგულია – ეს არ არის სიმართლე. გუშინდელიდან მოყოლებული, ქართველი ხალხი თავისი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადის, თუმცა საქართველო ნამდვილად არ არის დაკარგული“, – აღნიშნა მან.

წაკითხვა
პოლიტიკა

კრისტიან ტერეში ევროპარლამენტს: სად იყავით 2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს? რა გააკეთეთ თქვენ და რა გავაკეთეთ ჩვენ ყველამ 2008 წლის შემდეგ რუსეთის შესაჩერებლად, გარდა უბრალო განცხადებების გავრცელებისა?

ის გამოსვლები, რომლებსაც დღეს ამ პლენარულ სხდომაზე ვისმენ, არ მგონია, რომ საერთოდ ეხმარებოდეს საქართველოს, პირიქით – 2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, არა მხოლოდ ამ პლენარულმა სხდომამ, არამედ ბევრმა სხვა პარლამენტმა მთელ მსოფლიოში მრავალი რეზოლუცია წარადგინა და გაგზავნა და მეტი არაფერი. საბოლოო ჯამში, იმ დროს ქართველი ხალხი იყო ის, ვინც გადაიხადა ფასი იმისთვის, რომ

წაკითხვა
პოლიტიკა

ლიეტუველი ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი: საქართველო იქცა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის კერად – ომისთვის საჭირო საქონლის რეექსპორტიდან დაწყებული, ნავთობპროდუქტების წარმომავლობის შენიღბვით დასრულებული

საქართველო იქცა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის კერად – ომისთვის საჭირო საქონლის რეექსპორტიდან დაწყებული, ნავთობპროდუქტების წარმომავლობის შენიღბვით დასრულებული, – განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, დაინიუს ჟალიმასმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს. „ამიტომ, ევროკავშირმა მკაცრად უნდა დაასანქციროს როგორც საქართველოში მოქმედი ის კომპანიები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო მანქანას, ასევე რეჟიმის ის მაღალჩინოსნები, რომლებიც დღესაც აგრძელებენ სამოქალაქო საზოგადოების ტერორს“,

წაკითხვა
პოლიტიკა

ტიერი მარიანი ევროპარლამენტს: 2024 წლიდან მოყოლებული, თქვენ იყენებთ მეთოდებს საქართველოში ლეგიტიმურად არჩეული მთავრობისთვის ძირის გამოსათხრელად – შეწყვიტეთ ეს ჩარევა, ზეწოლა და შანტაჟი ამ დემოკრატიულ ქვეყანაში

ეს პარლამენტი აგრძელებს ყურადღების ფოკუსირებას საქართველოზე აღმაშფოთებელი სიტყვებით, პოლიტიკური ზეწოლით, შანტაჟითა და ფინანსური მუქარებით ბრიუსელის მხრიდან ამ ქვეყნის წინააღმდეგ, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს. „ამჯერად ეს არის თავდასხმა პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ – აშკარა მანიპულაცია, რადგან თქვენ ვერ მოახდენთ იმ პოლიტიკური მოძრაობის დისკრედიტაციას, რომელსაც 2024 წლის არჩევნებში მოსახლეობის 50%-ზე მეტმა

წაკითხვა
პოლიტიკა

ტომაშ ფროელიხი ევროპარლამენტს: საქართველოს არ სჭირდება ჭკუის სწავლება, არ სჭირდება რეჟიმის ცვლილება, მათ სჭირდებათ პატივისცემა – მხოლოდ ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა

ჩვენ კვლავ ვსაუბრობთ საქართველოზე. რატომ? იმიტომ, რომ ის განსხვავებულია. ის განასახიერებს ქრისტიანულ ღირებულებებს, იცავს თავს „ვოუქ“ იდეოლოგიისგან და აქვს პრაგმატული მიდგომა საგარეო პოლიტიკის მიმართ. მათ არ სურთ კიევად გადაქცევა და ეს მათი უფლებაა – ისინი სუვერენული სახელმწიფოა და ჩვენ ეს უნდა ვცეთ პატივი, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ტომაშ ფროელიხმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს. „თუმცა, ჩვენ

წაკითხვა
უცხოეთი

ორბანი: უკრაინელები უკვე ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ემუქრებიან – ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი

უკრაინელები უკვე ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ემუქრებიან – ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. მანამდე უნგრეთის პრემიერის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაშ ორბანმა განაცხადა, რომ „უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი გენერალი ახლა უნგრეთის პრემიერ-მინისტრსა და მის ოჯახს დაემუქრა და განაცხადა, რომ უკრაინულმა „სიკვდილის რაზმმა“ მათ შესახებ ყველაფერი იცის – მხოლოდ

წაკითხვა
უცხოეთი

ისრაელური გამოცემა The Jerusalem Post: ტრამპი ისლამური რეჟიმის დამარცხებას აზვიადებს და ირანთან ომის დასასრულებლად ნიადაგს ამზადებს

ტრამპი ისლამური რეჟიმის დამარცხებას აზვიადებს და ირანთან ომის დასასრულებლად ნიადაგს ამზადებს, – წერს ისრაელური გამოცემა The Jerusalem Post-ი. „აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ ირანში დასაბომბი „პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა“, რითაც ომის მალე დასრულებისთვის ნიადაგი მოამზადა და ეს იმ ცნობების ფონზე, რომლების მიხედვითაც, ისლამური რეჟიმის სახმელეთო ძალების უდიდესი ნაწილი კვლავ ბრძოლისუნარიანია“, – ნათქვამია სტატიაში. The Jerusalem Post-ის

წაკითხვა
უცხოეთი

The New York Times: მიმდინარე სამხედრო გამოძიებამ დაადგინა, რომ აშშ პასუხისმგებელია ირანის დაწყებით სკოლაზე განხორციელებულ დარტყმაზე „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტით

მიმდინარე სამხედრო გამოძიებამ დაადგინა, რომ აშშ პასუხისმგებელია ირანის დაწყებით სკოლაზე განხორციელებულ დარტყმაზე „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტით. როგორც გამოცემა The New York Times-ი იუწყება, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ აშშ-ის ოფიციალური პირები და სხვა პირები, რომლებიც იცნობენ გამოძიების წინასწარ შედეგებს. წინასწარი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 28 თებერვალს შაჯარა თაიებას დაწყებითი სკოლის შენობაზე განხორციელებული დარტყმა აშშ-ის სამხედროების მიერ დაშვებული შეცდომის შედეგი იყო.

წაკითხვა
უცხოეთი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის ოპერაცია ირანში დროში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაგრძელდება

ისრაელის ოპერაცია ირანში დროში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაგრძელდება, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ისრაელის თავდაცვითი ძალების შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე. „ეს ოპერაცია გაგრძელდება დროში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, სანამ არ მივაღწევთ ყველა მიზანს და გადამწყვეტად არ მოვიგებთ ამ კამპანიას“, – განაცხადა კაცმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია მკაფიო სამხედრო მიზნები ოპერაციისთვის. „ჩვენ ასევე უნდა განვაგრძოთ ამის კეთება იმისათვის, რომ

წაკითხვა